კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-ს თანამშრომლებმა ოპოზიციის მხარდამჭერი 11 სამხედრო ოფიცერი დააკავეს

24 აპრილი, 2009

კონსერვატიული პარტიის" წევრის ბეჟან გუნავას ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა 11 სამხედრო ოფიცერი დააკავეს, რომლებიც არასაპარლამენტო ოპოზიციის აქციებზე მიდიოდნენ. "11 სამხედრო ოფიცერი, რომლებიც აქციაზე მოდიოდნენ, შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს. მათთვის თავისუფლების 30 დღიანი აღკვეთა უნდა მიესაჯათ, თუმცა ამ დროისთვის ოფიცრების ბედი გაურკვეველია", - განაცხადა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გუნავამ. გუნავა დილით თავისუფლების მოედანზე მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მასში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მონაწილეობდნენ. "ცნობილია ორი მათგანის ვინაობა: მაჩაბლის ქუჩაზე მცხოვრები ნათია ბასილაია და მარინე სულაძე", - განაცხადა გუნავამ. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით თავისუფლების მოედანზე მდგარი იმიტირებული საკნები მოსახლეობამ გზების გასათავისუფლებლად ტროტუარებზე გადაიტანა, თუმცა მოგვიანებით "ეროვნული ფორუმის" წევრებმა გზები კვლავ "საკნებით" ჩაკეტეს, რა დროსაც მოსახლეობასა და "ფორუმელებს" შორის მცირედი დაპირისპირება მოხდა.

წყარო „პირველი“

ახალი ამბები