კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის წარმომადგენელი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს.

24 აპრილი, 2009

გვიან ღამით, მარჯანიშვილის თეატრის მახლობლად, კაფე ~მარჯანოვთან~, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, ოპოზიციის აქტივისტებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები კაფესთან აქციის გასამართად მივიდნენ, რასაც პატრულსა და მათ შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ინციდენტის დროს პოლიციამ ოპოზიციის ორი აქტივისტი დააკავა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის ლიდერები ნინო ბურჯანაძე, ლევან გაჩეჩილაძე, კოკო გამსახურდია, კახა კუკავა და გოგა ხაინდრავა. მათი განცხადებით, შედეგი მიღწეულია და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მათი მისვლის შემდეგ აღნიშნული კაფედან გაიქცა.

ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს.

როგორც  სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, ის თავად ესწრებოდა კეფე „მარჯანოვთან“ მომხდარ ინციდენტს და ოპოზიციის ორი აქტივისტის დაკავება მის თვალწინ მოხდა.

მისი თქმით, მათ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას მოთხოვნით, აუცილებლად მიაწოდონ ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ, რათა სახალხო დამცველს შესაბამისი მოქმედების საშუალება მიეცეს.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები