კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში ოპოზიციის მხარდამჭერებს საპატრულო პოლიციამ ავტომობილები ჩამოართვა

24 აპრილი, 2009

ზუგდიდის საპატრულო პოლიციამ, ოპოზიციის აქტივისტებს მანქნები ჩამოართვა.  როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ პარტია „ლიანსი საქართველოს“ წარმომადგენელმა მაია ღურცკაიამ აცნობა, ბიჭი ჯანჯღავას და ირაკლი ჯონჯუას ავტომობილები ახსნა განმარტების გარეშე ჩამოართვეს.

„საპატრულო პოლიციას ახსნა განმარტება არ გაუკეთებია მანქანები პირდაპირ საჯარიმოზე გადაიყვანეს. ეს იყო ტიპიური დაშინება“ -განაცხადა ღურცკაიამ

მისივე ინფორმაციით, პოლიციამ ჩხოროწყუში, ორ მძღოლს მარშუტები ჩამოართვეს. როგორც მძღოლები ამბობენ, მათ ნარკოტიკული ზემოქმედება დაუდგინეს.

„ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, საპატრულო პოლიციამ მძღოლები ნარკოლოგიურში შემოწმებაზე არ გაიყვანა“-აცხადებს მაია ღურცკაია

ზუგდიდან თბილისისკენ "ალიანსის საქართველოსთვის" მხარდამჭერთა ავტოკოლონა დაიძრა. "ალიანსის საქართველოსთვის" ლიდერებმა თინა ხიდაშელმა და დავით გამყრელიძემ სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც ზუგდიდიდან თბილისკენ 100-მდე მსუბუქი ავტომანქანა დაიძრა. კოლონას გზადაგზა ფოთიდან, სამტრედიიდან და ქუთაისიდან შეუერთდებიან. 18:00 საათზე ავტოკოლანა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდება.

წყარო „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები