კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავის გზატკეცილზე ოპოზიციის აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

28 აპრილი, 2009

რუსთავის გზატკეცილზე ოპოზიციის აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილე სახლში მანქანით ბრუნდებოდა, როდესაც რუსთავის გზატკეცილზე უცნობი პირები აედევნენ, ავტომანქანა დააჯახეს, იძულებით გააჩერებინეს, რის შემდეგაც მათ სამი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმების თქმით, მომიტინგეებს  გულმკერდისა და წელის დაჟეჟილობა აღენიშნებათ. დაზარალებულები სახალხო დამცველის ოფისში მივიდნენ და ახსნა-განმარტება ჩააბარეს. სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ჩხეიძის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი საქმის მოკვლევას აწარმოებს, რის შემდეგაც შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები