კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ხალხის პარტიის” წევრის ტრავმებს ექიმები სიცოცხლისთვის საშიშად არ მიიჩნევენ

28 აპრილი, 2009

“ხალხის პარტიის” წევრის ზაზა ელჩიბეგოვის ტრავმებს ექიმები სიცოცხლისთვის საშიშად არ მიიჩნევენ.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ელჩიბეგოვის მკურნალმა ექიმმა გიორგი გოცაძემ განაცხადა, პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში აქციიდან მიიყვანეს. მას აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ტრამვა.

გოცაძის განცხადებით, ელჩიბეგოვმა საავადმყოფოში რვა საათი დაჰყო, კლინიკიდან სამედიცინო ჩვენებების მიხედვით გაიწერა და მისი მდგომარეობა გაწერის მომენტში სტაბილური იყო.

ამასთან, ექიმმა ვერ დააკონკრეტა, იყო თუ არა მისი გაწერის მიზეზი ფინანსური მხარე.
ამასთან, “ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა ელჩიბეგოვი რესპუბლიკური საავდმყოფოდან გაწერის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად თანხის გადაუხდელობა დაასახელა. მისივე ინფორმაციით, რვა საათის განმავლობაში მას 172 ლარის გადახდა დაეკისრა.

ექიმი აცხადებს, რომ ფინანსური საკითხი მას არ ეხება და აქედან გამომდინარე, ამ კითხვას ვერ უპასუხებს.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები