კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ლეიბორისტების” ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის მცდელობა განხორციელდა

30 აპრილი, 2009

„ლეიბორისტული  პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის მცდელობა განხორციელდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, 29 აპრილს 22:00 საათზე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმ. ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის ბაღში, სადაც ნათელშვილი გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ ტრადიციულად გადიოდა სამკურნალო პროცედურებს, წინასწარ ჩასაფრებულმა ორმა ათეულმა სამხედრო ფორმიანმა თავდამსხმელმა, ის თანხმლებ პირებთან ერთად ალყაში მოაქცია.

"მას შემდეგ რაც შალვა ნათელაშვილმა დაასახელა თავისი ვინაობა, თავდამსხმელებმა პასუხად საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ადგილი ჰქონდა გასროლის მცდელობასაც, რაც არ განხორციელდა პირად დაცვის სინქრონული მოქმედების, თანხმლებ პირთა სიმრავლისა და ბედნიერი შემთხვევის გამო", - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლეიბორისტული პარტია აღნიშნულს აფასებს როგორც საქართველოს ხელისუფლების მორიგ აშკარა, თავხედურ ტერორისტულ აქტს, რომელის განხორციელებასაც შეეძლო ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგები მოეტანა.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები