კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ ლევან ყუბანეიშვილისადმი მუქარის წერილის ავტორი დააკავა

1 მაისი, 2009

პოლიციამ მოქალაქე ნიკოლოზ ჩიხრაძე დააკავა, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, 26 აპრილს, საზოგადოებრივი არხის გენერალურ დირექტორს, ლევან  ყუბანეიშვილს, ელექტრონული წერილი გაუგზავნა და მას და ოჯახის წევრებს ანგარიშსწორებით დაემუქრა.
 “ადამიანის უფლებათა ცენტრი” დაუკავშირდა გაერთიანებული ოპოზიციის პარტიების პრესამსახურებს. პარტია “ალიანსი საქართველოსთვის” პრესმიდივანი, ვაკო ავალინი, აცხადებს, რომ მოქალაქე ნიკოლოზ ჩიხრაძეს, ოპოზიციურ პარტიებთან ასრასდროს, არანაირი კავშირი არ ჰქონია.
  საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ლევან ყუბანეიშვილი კომენტარის გაკეთებისგან თავის იკავებს.
 ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენთან საუბარზე, უარს აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. შოთა ხიზანიშვილს, გამოძიების დასრულებამდე, კომენტარის გაკეთება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
  სისხლის სამართლის საქმე, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის, ხელის შეშლის ფაქტზე არის აღძრული. გამოძიებას შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, ნიკოლოზ ჩიხრაძე ამბობს, რომ უკმაყოფილოა, თუ როგორ  აშუქებს  საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში მიმდეინარე მოვლენებს და სწორე  ეს გახდა მუქარის წერილის გაგზავნის მიზეზი.
  შს სამინისტროს ინფორმაციით, წერილი გაგზავნილია შემდეგი IP მისამართიდან: 95.104.81.20

ახალი ამბები