კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით სოზარ სუბართან დახურული შეხვედრა გაიმართება

5 მაისი, 2009

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ შექმნილი დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე ხვალ დახურულ შეხვედრას გამართავს.
როგორც “ინტეპრესნიუსს'' სახალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს, მიწვეულები არიან I არხის გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: მამუკა ფაჩუაშვილი, ოთარ კობერიძე, ბაკურ სულაკაური, ზურაბ ხარატიშვილი, ხათუნა ბერძენიშვილი და თოქ-შოუს “პოლიტიკური კვირა” ავტორი და წამყვანი ინგა გრიგოლია.
გარდა ამისა, შეხვედრაზე მიწვეული არიან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი, “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი მარინა ჩიტაშვილი; აგრეთვე, ლაშა ტუღუში, ია ანთაძე, ზვიად ქორიძე, ლაშა ბაქრაძე, თამუნა ჩიქოვანი, შორენა შავერდაშვილი, მარინა ვაშაყმაძე და სხვები.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები