კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხვალიდან ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს 72-საათიან ვადას აძლევს

5 მაისი, 2009

ხვალიდან ოპოზიცია თბილისის შემოსასვლელებისა და ცენტრალური ტრასების პიკეტირებას იწყებს, რომელიც გამაფრთხილებელი ხასიათის იქნება.
ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ ბრიფინგზე “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
5 მაისს, 16:00-17:00 საათმადე გაიმართება ავტომობილებით თბილისის შემოსასავლელების პიკეტირება. კერძოდ, პიკეტირება მოეწყობა ნატახატრის ტეკთან, კახეთის გზატკეცილზე, გომბორის ტეკთან და რუსთავი-მარნეულის გზაგასაყარ მოედანზე. 8 მაისს კი, გაიმართება პიკეტირება რეგიონების ცენტრალურ ტრასებზე.
“სააკაშვილს მიეცემა 72-საათიანი ვადა, რათა დააკმაყოფილოს ხალხის ნება  გადადგომის თაობაზე და დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი ხელისუფლების მშვიდობიანად და კონსტიტუციურად გადაბარების საკითხებზე. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 11 მაისს ცენტრალურ ტრასაზე მოეწყობა ავტომობილებით პიკეტირება, პოკეტირების ადგილები კი, 10 მაისს გამოცხადდება”, - ნათქვამია 9 აპრილის საორგანიზაციო შტაბის განცახდებაში, რომელიც გუბაზ სანიკიძემ წაიკითხა.
როგორც განცხადებაში აღნიშნულია,  ეს გადაწყვეტილება შტაბმა იმის გამო მიიღო, რომ ხელისუფლებამ ყურად არ იღო ხალხის მოთხოვნა.
“ერთი თვის მანძილზე ასეულ ათასობით ჩვენმა მოქალაქემ დააფიქსირა ნება მიხეილ სააკაშვილის უპირობო გადადგომის შესახებ, თუმცა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ არ აქვს უნარი, საზოგადოებას შექმნილი კრიზისიდან რაიმე გამოსავალი შესთავაზოს.  პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ საერთოდ შეაჩერეს თავიანთი ფუნქციონირება”, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები