კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უცნობმა პირებმა "მოძრაობა 7 ნოემბრის" აქტივისტზე თავდასხმა სცადეს

6 მაისი, 2009

„მოძრაობა 7 ნოემბრის“ ერთ–ერთ აქტივისტს აკაკი დარასელიას უცნობი პირები მანქანით აედევნენ. როგორც აკაკი დარასელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა, როცა ის თავისი მანქანით მეგობართან ერთად მიდიოდა, აუდის მარკის მწვანე ფერის ავტომობილით უცნობი პირები დაედევნენ. მას შემდეგ, რაც მან მანქანა გააჩერა. აუდიდან დაახლოებით 5-6 ადამიანი გადმოვიდა და დარასელიას დაკავება სცადა. აკაკი დარასელიას განმარტებით, მან დროულად მოასწრო მანქანაში ჩაჯდომა და გაქცევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აუცილებლად გახდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორების მორიგი მსხვერპლი. მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები, კერძოდ, თვალთვალი და დევნა „მოძრაობა 7 ნოემბრის“ და „9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის“ წევრების მიმართ ხშირად ხორციელდება და პირველი შემთხვევა არ არის.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები