კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი დამცველის ინფორმაციით, „9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის“ დაკავებული წევრები ნაცემები არიან

6 მაისი, 2009

„9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის“  წევრი მელორ ვაჩნაძე ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საზოგადოებრივი დამცველის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ვაჩნაძე დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ცოტა ხნის წინ  ადვოკატებმა ნახეს.

ამავე იზოლატორში იმყოფებიან ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ონიანი და რევაზ რევაზიშვილი.

საზოგადოებრივი დამცველის ინფორმაციით, დაკავებულები ნაცემები არიან და  მანამდე სცემეს, ვიდრე იზოლატორში მიიყვანდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, რევაზიშვილი და ონიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ, ნიკოლოზ ავალიანის მიმართ გუშინ განხორციელებული ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით არიან დაკავებულები. ვაჩნაძის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა, შესაძლოა, ისიც ავალიანის ინციდენტთან დაკავშირებით იყოს დაკავებული.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები