კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურამ სამსონიშვილის დაკავებას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აპროტესტებს

6 მაისი, 2009
მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით „დელტას“ ყოფილი მეთაურის გია ღვალაძის ნათესავი გურამ სამსონიშვილი გუშინ საღამოს 20.00 საათზე  დააკავეს.  გურამ სამსონიშვილის ოჯახისთვის  მისი დაკავების შესახებ არ უცნობებიათ.   სამსონაშვილს ოჯახი და ადვოკატები გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა ადგილსამყოფელს ვერ ადგენდნენ.  მოდულის შენობიდან სამსონიშვილი გამთენიისას, 04.00 საათზე გაათავისუფლეს. მას არაც ჩვენება ჩამოართვეს  და არც სხვა საგამოძიებო მოქმედება უწარმოებიათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გურამ სამსონიშვილის უკანონო დაკავების  ფაქტს აპროტესტებს და მას საერთაშორისო კონვენციების და საქართველოს კანონმდებოლობის უხეშ დარღვევას უწოდებს.  ამავე დროს, არასამთავრობო ორგანიზაცია  მიიჩნევს, რომ გურამ სამსონიშვილის ოჯახის წევრები მისი დაკავებისთანავე უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებულნი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“


ახალი ამბები