კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით გამყრელიძის ინფორმაციით, ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანილებიდან ყველაზე მძიმედ გია გაჩეჩილაძეა

6 მაისი, 2009

ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანილებიდან ყველაზე მძიმედ გია გაჩეჩილაძეა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განმარტება ჟურნალისტებს დავით გამყრელიძემ მისცა, რომელმაც განაცხადა, რომ მან თავად ნახა რენტგენის შედეგები და მოინახულა ავადმყოფი.
 მისი თქმით, გია გაჩეჩილაძეს აქვს სისხლჩაქცევები თავის არეში და ასევე ნეკნი აქვს გატეხილი. გამყრელიძის განცხადებით, როგორც ჩანს ხელისუფლებამ მთელი ბოღმა გია გაჩეჩილაძეზე გადმოანთხია.

მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კლინიკის მთავარმა ექიმმა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რომელიმე მომიტინგე იმყოფება რეანიმაციაში. მან ასევე ჟურნალისტებს პირობა მისცა, რომ 22.30 საათზე ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გააცნობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები