კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრობიდან გათავისუფლებული ახალგაზრდები პოლიციის განყოფილებებში ზეწოლის შესახებ ყვებიან

7 მაისი, 2009

პატიმრობიდან გათავისუფლებული "9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის" წევრები პოლიციის განყოფილებებში მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ ყვებიან.

რევაზ რევაზიშვილის განცხადებით, პოლიციის განყოფილებებში დაკავებულები ცალ-ცალკე შეიყვანეს და ათზე მეტმა პირმა ფიზიფური შეურაცხყოფა მიაყენა.

„დამაგდეს, ყველა სათითაოდ მირტყამდა. შემდეგ დოლიძეზე მდებარე განყოფილებაში მიგვიყვანეს ",-განაცხადა რევაზიშვილმა.

მელორ ვაჩნაძის თქმით კი, ის არ დაუკავებიათ, ადგილი ჰქონდა მოტაცებას. „საბუთები არავის წარუდგენია. გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს, შემდეგ სამმართველოში ზეწოლა განხორციელდა, შემოვიდა ინფორმაცია, რომ მეძებდნენ და ფარულად ვაჟა-ფშაველაზე, მეშვიდე განყოფილებაში გადამიყვანეს, სადაც ძალის გამოყენებით დაკითხვას ცდილობდნენ, მათ ჩვენება ვერ მიიღეს. არ დავთანხმდი დაკითხვაზე. ე.წ. სირცხვილის კორიდორი ცოტა მწვავე ფორმებში მომიწყეს, მაგრამ გავუძელი. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა  ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს,-განაცხადა ვაჩნაძემ.

გიორგი ონიანმა კი პატრიარქს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი სურვილია, უწმინდესს პირადად შეხვდეს და მადლობა გადავუხადოს.

„კურთხევას თუ მომცემს, ერთი კვირით მონასტერში წავალ. მადლობას ვუხდი, ასევე, ოპოზიციის ლიდერებს",-განაცხადა ონიანმა.

სამივე მათგანს დაზიანებები აღებიშნებათ. ძლიერი ცემის კვალი ეტყობა  რევაზ რევაზიშვილს.

როგორც ცნობილია, დაკავებულები დღეს დილით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები