კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში პლაკატების ჩამოხევის გამო სამი მოზარდი დაკითხეს

15 მაისი, 2009

მუხროვანის ამბოხების ბრალდებით ძებნილთა შესახებ განცხადებების ჩამოხევის გამო, 14 მაისს, ზუგდიდში სამი მოზარდი გოგონა დააკავეს.

ამის შესახებ, დღეს საღამოს, გადაცემა „საკანში“ გიორგი გაჩეჩილაძემ(„უცნობი“) განაცხადა. მისი თქმით, პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდა 13-14 წლის გოგონები, მათი სახლები კი პოლიციას ალყაში ჰქონდა მოქცეული.

„ინტერპრესნიუსის“ ზუგდიდელი კორესპონდენტის ინფორმაციით, პლაკატების ჩამოხევის გამო სამი საათის განმავლობაში პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ  ანა ცანავა, ნატა ესართია და თეონა ფიფია. მათ ჩამოხიეს პლაკატები, რომელიც მუხროვანის ამბოხებისთვის ძებნილების შესახებ ინფორმაციაზე ჯილდოს დაწესების შესახებ იუწყება. თუმცა, მოზარდების განცხადებით, მათ არც კი იცოდნენ რას ხევდნენ.

გოგონების ინფორმაციით, პლაკატების ჩამოხევის შემდეგ მათი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებთან მივიდნენ მათთვის უცნობი პირები და უთხრეს – მანქანაში ჩამსხდარიყვნენ, რაზეც ბავშვებმა უარი თქვეს, ვინაიდან არ იცოდნენ, ვინ იყვნენ ეს პირები. თუმცა, გაირკვა, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები და მათ ძალის გამოყენებით ჩასვეს მოზარდები მანქანაში და სამხარეო პოლიციაში დაკითხვაზე წაიყვანეს. მოგვიანებით, ბავშვებთან მიიყვანეს ერთ–ერთის მშობელი და დაკითხვას დაასწრეს.

დაკითხვის შემდეგ მოზარდები აცხადებდნენ, რომ მათზე პოლიცია გარკვეულ მუქარას ახორციელებდა. კერძოდ, პოლიციელები ეკითხებოდნენ, ხომ არ ჰქონდათ მათ რამე დავალება რომელიმე პარტიისგან, როცა ამ პლაკატებს ხევდნენ. 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ გოგონები გაათავისუფლეს.

როგორც მეზობლები აღნიშნავენ, მათ შენიშნეს, რომ მოზარდების სახლებთან 7-8 პოლიციელი და ამდენივე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი გადაადგილდებოდა, რომლებიც, სავარაუდოდ, ასევე, პოლიციის თანამშრომლები უნდა ყოფილიყვნენ. ამჟამად მოზარდები თავიანთ სახლებში იმყოფებიან. ისინი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ბაგრატ ქირიამ მოინახულა

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები