კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" კობა ოთანაძის ძმისა და მისი ოჯახის წევრების დაკავების გამო შეშფოთებას გამოხატავს

21 მაისი, 2009


„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 20 მაისს, გამთენიისას სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მიერ  მუხროვანის ინციდენტის გამო ძებნილი კობა ოთანაძის ძმის  ჯიმშერ ოთანაძის, მისი მეუღლის გულო დარიძის  და 19 წლის ვაჟიშვილი გიორგი ოთანაძის დაკავების გამო.

დაკავების სამართლებრივი საფუძვლები და დაკავებულთა  ადგილსამყოფელი  ამ დრომდე უცნობია.   დაკავებულების შესახებ ინფორმაცია უკვე გამოითხოვა სახალხო დამცველმა, თუმცა მის მოთხოვნას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“  მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს,

უზრუნველყოს დაკავებულ პირთათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვა; მიაწოდოს სახალხო დამცველს  გამოთხოვილი ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ; იმოქმედოს კანონით დადგენილ ფარგლებში და არ დაუშვას ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და/ან გადამეტება კობა ოთანაძეზე ზეწოლის განხორციელების მიზნით.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები