კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი პიტერ სემნებისგან დახმარებას ითხოვს

27 მაისი, 2009

საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიებაში დასახმარებლად სოზარ სუბარმა პიტერ სემნების მიმართა. მიმართვა მან ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან დღეს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. სახლახო დამცველს საქართველოში ადამიანთა უფლებების დარღვევის გამოვლინება და მასზე რეაგირების ერთადერთ გზად საერთაშორისო საზოგადოების ჩარევა ესახება. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ზეგავლენით და მოთხოვნით იქნება შესაძლებელი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოაშკარავება და შესაბამისი ზომების მიღება - განაცხადა სოზარ სუბარმა. 9აპრილიდან დღემდე მომხდარი ინციდენტები, რომელბიც მოქალაქეების ცემის, დევნის და მათი უფლებების შეზღუდვის უამრავ ფაქტს ასახავს, დღემდე სამართლიანობის და კანონიერად გამოძიების მიღმა რჩება.

პიტერ სემნები თბილისში დღეს დილით დაბრუნდა. მან შეხვედრები განაახლა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციასთან, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

წყარო “ინტერპრესნიუსი”

ახალი ამბები