კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი გიგი თევზაძის გადაყენებას მოითხოვს

27 მაისი, 2009

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ამ წუთებში სხვადასხვა ეკლესიის მრევლის აქცია მიმდინარეობს, რომელშიც დაახლოებით 50-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. აქციას ლოცვითი ხასიათი აქვს.

მრევლი გიგი თევზაძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. აქციაზე სხვადასხვა ეკლესიების მრევლი ბავშვებთან ერთად არიან მისულები. გამვლელებს ურიგდებათ საინფორმაციო ფურცლები.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბარში მართლმადიდებელ  მშობელთა კავშირის წარმომადგენელმა ავთანდილ უნდიაძემ განაცხადა, მათი აქცია განაპირობა რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტში ჩატარებულმა კონფერენციამ, რომელიც იყო ასურელი მამების შესახებ და მასში მონაწილეობდნენ კათოლიკე პადრეები.

უნდილაძის თქმით, მრევლი აქციით პროტესტს გამოხატავს ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში კათოლიკე პადრეების გააქტიურებაზე.

უნდილაძე გიგი თევზაძეს ადანაშაულებს კათოლიციზმის მიმართ კეთილგანწყობაში და აცხადებს, რომ რექტორმა თავის გარშემო შემოიკრიბა პედაგოგები, რომლებსაც მსგავსი განწყობა აქვთ. პროტესტი განპირობებულია იმითაც, რომ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მომავალი პედაგოგები არიან და მათთვის მნიშვნელობა აქვს, თუ რა მრწამსის იქნებიან ისინი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კათოლიკური ეკლესია საქართველოში ეწევა აგრესიულ პროზელიტიზმს და ამასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ.

საუბარი იყო რამდენიმე პროგრამაზე, რომლის განხორციელებაც კათოლიკურმა ეკლესიამ საქართველოში სცადა, მაგრამ მრევლის პროტესტის გამო არ გამოუვიდა. ასევე, პროტესტს აცხადებენ საბურთალოზე კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის გამო, რომელსაც თავის დროზე მალავდნენ და აცხადებდნენ, რომ ის კულტურის ცენტრი იქნებოდა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე უკანონოდ მშენებარე საკულტო ნაგებობა, უპატრონო ბავშვებს და მოხუცებს გადაეცეს.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები