კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „მაესტროს“ კართან ხელყუმბარა ააფეთქეს

27 მაისი, 2009

ტელეკომპანია „მაესტროს“ კართან ხელყუმბარა ააფეთქეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნათია მიქიაშვილმა განუცხადა. მიქიაშვილის თქმით, ღამის სამ საათზე ტელეკომპანიის შესასვლელთან გაურკვეველი წარმომავლობის ასაფეთქებელი ხელყუმბარა შემოაგდეს. მისივე ინფორმაციით, აფეთქების კვალი ეტყობა შენობის შესასვლელ ნაწილს, დაზიანებულია რკინის კარი, თუმცა არავინ დაშავებულა.

„ადგილზე შეკრებილი ადამიანები ვინც მეტ–ნაკლებად ერკვევა ამაში, ამბობენ, რომ ეს არის F1 ან RGD–ს ტიპის ხელყუმბარა. სახელური გდია აქ ამ ხელყუმბარის. თვითმხილველი არ არის“-განაცხადა მიქიაშვილმა.ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია მიქიაშვილი „მაესტროსთან“ მომხდარ ინციდენტს იმ ფილმს უკავშირებს, რომელიც, მისი ინფორმაციით, დღეს 21 საათზე „მაესტროს“ ეთერში უნდა გავიდეს. მისი განცხადებით, აღნიშნული ფილმი გირგვლიანის მკვლელობას და მისი მკვლელების ცხოვრების პირობებს ასახავს. „ამ ფილმის მასალა მომაწოდა ადამიანმა, რომელმაც ერთი კვირის წინ დატოვა საქართველო, რადგან, ჩათვალა, რომ ფილმის გასვლის შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა“-აცხადებს მიქიაშვილი.

მან ფილმის დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შეიკავა, რადგან, ფილმი დაგეგმილ დროს მაინც გავა ეთერში და მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს, თუ როგორ პირობებში ცხოვრობენ გირგვლიანის მკვლელები.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები