კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ჩხეიძე მუხროვანის ამბოხში ბრალდებულებთან სახალხო დამცველის რწმუნებულებისა და ადვოკატების დაუშვებლობას აპროტესტებს

27 მაისი, 2009

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ჩხეიძე ოთანაძისა და ამირიძის მოსანახულებლად სახალხო დამცველის რწმუნებულებისა და ადვოკატების დაუშვებლობის ფაქტს აპროტესტებს.

როგორც ჩხეიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა,  დღეს დაუკავშირდნენ კობა ოთანაძისა და ლევან ამირიძის ადვოკატები, კერძოდ, ოლღა გიორგაძე, რამინ კვარაცხელია და ონისე მებონია. ისინი აცხადებდნენ, რომ იმყოფებოდნენ საავადმყოფოში და დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცათ.

სახლახო დამცველის თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ  სახალხო დამცველის რწმუნებულებიც, რომლებიც ცდილობდნენ, შესულიყვნენ და შეხვედროდნენ დაკავებულებს. რწმუნებულებს დაბრკოლება საავადმყოფოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეუქმნეს, რისი უფლებაც, ჩხეიძის თქმით, მათ კანონით არ ქონდათ. რწმუნებულებმა შეადგინეს ოქმი და დააფიქსირეს ფაქტი.

ჩხეიძეის თქმით, კანონის შესაბამისად, მოითხოვენ იმ პირების დაჯარიმებას, ვინც ხელი შეუშალა სახალხო დამცველის რწმუნებულებს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში. ასევე, ადვოკატებისთვის კლინეტის მონახულებაში საპროცესო კოდექსის დარღვევას წარმოადგენს.

“ჩვენ კლინიკის დაცვას მოვთხოვეთ, ახსნა-განმარტება გაეკეთებინათ, თუ რატომ არ ხდებოდა ადვოკატების შეშვება კლინიკაში. ისინი აცხადებდნენ, რომ მათ ასე ჰქონდათ ნაბრძანები. ვეცადეთ, მკურნალ ან მთავარ ექიმს დავკავშირებოდით და მათგან მიგვეღო ახსნა-განმარტება, მაგრამ უშედეგოდ", _ აღნიშნა ჩხეიძემ.

მისივე თქმით,  სახალხო დამცველი ოთანაძის ძმისა  და მისი ოჯახის დაკავების საკითხსაც სწავლობს.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები