კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუხროვანის მოვლენებზე დაპატიმრებების ახალი ტალღაა მოსალოდნელი

29 მაისი, 2009

მუხროვანის ამბოხის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულთა ჩვენებების საფუძველზე შესაძლოა ყოფილი  და მოქმედი კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი სამხედრო დააკავონ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაჭრილ კობა ოთანაძეს ჯერჯერობით გამოძიებისათვის ჩვენება არ მიუცია და მისი დაკითხის შემდეგ ჯარში შესაძლოა დაპატიმრებების ახალი ტალღა დაიწყოს, _ წერს გაზეთი „რეზონანსი“.
 
სამხედრო ექსპერტები ამას არ გამორიცხავენ, ვინაიდან, მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად შეინარჩუნოს პოლიტიკური კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე.
 
მუხროვანის ინციდენტის შემდეგ შეიარაღებულ ძალებში ვითარება საკმაოდ დაიძაბა. სამხედრო მოსამსახურეებს სამოქალაქო საზოგადოებასთან ყოველგვარი ურთიერთობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით, სამხედრო ნაწილებში გახშირდა კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლების ვიზიტები. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გენერალ გია ყარყარაშვილის თქმით, სამინისტროს შენობის ყველა ოთახში მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული.
 
„ჯარში შექმნილია ჯაშუშების ინსტიტუტი. აბსოლუტურად ყველა ოთახი ისმინება. არ ენდობიან არც მაღალი ჩინის ოფიცრებს და არც რიგითებს, რაც იწვევს მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის დათრგუნვას. ამას ხელს უწყობს ყველაფერი ის, რაც ვიხილეთ მუხროვანში, როდესაც ქართული არმიის მუნდირში შემოსილ სამხედრო მოსამსახურეებს  მთავარსარდალი პატარა ბავშვებივით ტუქსავდა?

„2008 წლის სექტემბრიდან აქტიურად მიმდინარეობს საომარ მოქმედებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებზე საქმეების აღძვრა. ხდება ამ ადამიანების ფინანსური დაჯარიმებები. როდესაც ვიღაცას შეგნებულად არ სურს დაინახოს განსხვავება ჯარისკაცსა და პატიმარს შორის, ეს ვითარებას ძაბავს. შეგნებულად ხორციელდება მაღალ დონეზე გაწვრთნილი ჯარის დემორალიზაცია, დაწყებულია ტენდენცია საზღვარგარეთ გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეების მასობრივად ჯაშუშებად გამოცხადებისა და ამით რუსეთის შესაბამისი სტრუქტურების სიძლიერის აფიშირება.

წყარო „მედიანიუსი“

ახალი ამბები