კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩხუბი კონცერტამდე

29 მაისი, 2009

პარლამენტის წინ, 21:00 საათისთვის დაგეგმილი “უცნობის” კონცერტის წინ ინციდენტი მოხდა. კონცერტზე შეკრებილთა შორის, მოულოდნელად “თბილისი მერიოტის” მხრიდან რამდენიმე ათეული, ხის ხელჯოხებით შეიარაღებულ, ნიღბიან ადამიანთა ჯგუფი გამოჩნდა. მათ მწყობრად ჩაიარეს პარლამენტის წინ და როდესაც კინოთეატრ ”რუსთაველს” მიუახლოვდნენ, “უცნობის” კონცერტზე შეკრებილ ადამიანებზე იერიში მიიტანეს. დაიწყეს საკნების დაზიანება. ოპოზიციის მხარდამჭერებს მათ ხის ხელჯოხები და სპეციალურად მომარაგებული ქვები დაუშინეს. დაპირისპირებამ რუსთაველის გამზირიდან ფურცელაძის ქუჩაზე გადაინაცვლა. დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი. რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები. მათ დაზარალებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. “მოიერიშეები” ITV-ს ოპერატორისთვის კამერის და კასეტის წართმევასაც შეეცადნენ.

ITV.ge

ახალი ამბები