კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციასა და ოპოზიციის მომხრებს შორის ზუგდიდში ინციდენტი მოხდა

29 მაისი, 2009

ინციდენტი მოხდა წუხელ ზუგდიდში დაცვის პოლიციასა და ოპოზიციის მომხრებს შორის.

როგორც გაერთიანებული  ოპოზიციის წარმომადგენელი კახა მიქაია აცხადებს, აქტივისტები ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრავდნენ პლაკატებს წარწერით  -“შეაჩერე!”, რომელზეც გამოსახულია მიხეილ სააკაშვილის კარიკატურა.

მისივე ინფორმაციით, პლაკატების გაკვრაში დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მათ ხელი შეუშალეს, შემდეგ კი უკვე გაკრული პლაკატები ჩამოხიეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ საპტრულო პოლიციას და მომხდართან დაკავშირებით რეაგირება მოსთხოვეს, თუმცა მიქაიას განცხადებით,   პოლიციის თანამშრომლები ამ ფაქტს არ გამოხმაურებიან.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები