კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის ადმინისტრაია მაუწყებლის შესახებ კანონს არღვევს

1 ივნისი, 2009

საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-წევრიანი სამეურვეო საბჭო, რომლის შემადგენლობა შარშან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მომხდარი პოლიტიკური გარიგების საფუძველზე ჩამოყალიბდა, მიმდინარე წლის 23 აპრილს,  ოპოზიციის გავლენით თუ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ  გულწრფელი პროტესტი გამო, ოთხმა წევრმა: ირმა სოხაძემ, მარინა ვეკუამ, გიორგი ანჩაბაძემ და მიხეილ ჭიაურელმა,  დატოვა.   საბჭოს წევრების გადადგომის შედეგად გამოთავისუფლებული თანამდებობები ამ დრომდე ვაკანტური რჩება, მიუხედავად იმისა, რომ  მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ვალდებული იყო საბჭოს წევრების გადადგომიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ვაკანსიების შესავსებად,  კონკურსი გამოეცხადებინა.  მაგრამ  კანონით დადგენილი ეს ვადა 6 დღის წინ ამოიწურა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც კი იციან,    როდის გამოაცხადებენ კონკურსს.

“როცა  გამოვაცხადებთ კონკურსს,  ამის შესახებ აუცილებლად გავავრცელებთ ინფორმაციას”, მოკლე პასუხით შემოიფარგლნენ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

საზოგადოებრივ მაუწყებელში კონკურსის ვადების დარღვევას    ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებით ხსნიან. როგორც მედია.გე - ს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს  თავმჯდომარემ, ლევან გახელაძემ უთხრა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას „წესით ნამდვილად უნდა გამოეცხადებინა კონკურსი“, მაგრამ    ქვეყანაში „ფორსმაჟორული ვითარებაა“.

„პრეზიდენტის რეზიდენცია არ ფუნქციონირებს, რადგან ოპოზიციის მიერ არის ბლოკირებული. კონკურსი რომც ჩატარდეს   და  კანდიდატებიც შეირჩეს,   საბოლოო გადაწყვეტილება მაინც პარლამენტმა უნდა მიიღოს. პარლამენტი კი არ მუშაობს  და ვერც იმუშავებს,  თუ ეს აქციები უსასრულოდ გაგრძელდა.“ განაცხადა ლევან გახელაძემ.

წყარო „media.ge“

ახალი ამბები