კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის ტელეკომპანია ადგილობრივ საგადასახადო ინსპექციას სასამართლოში უჩივის

3 ივნისი, 2009

ბათუმის ტელეკომპანია „25-ე არხმა” 25 მაისს ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში  სარჩელი შეიტანა.

ტელეკომპანია „25-ე არხი”  არ არღიარებს მასზე დარიცხულ დავალიანებას - 330 ათას ლარს.

„ამ ვალს არ ვაღიარებთ, რადგან  უკანონოდ  დაგვარიცხეს“,  ამბობს „25-ე არხის“ თანადამფუძნებელი მერაბ მერკვილაძე, “„დავა ყველა ინსტანციაში მოვიგეთ, უზენაეს სასამართლოშიც კი, მაგრამ საგადასახადო ინსპექცია სასამართლო გადაწყვეტილებას არაფრად აგდებს და დავალიანების გადახდას ითხოვს.“

მერკვილაძის  თქმით, 2000-2004 წლებში ტელევიზიის მფლობელების წილები უკანონოდ ჰქონდა მითვისებული აჭარის უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელს.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით კი, 2004 წლის 1 სექტემბერს ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ შემოწმების შედეგად გამოსცა აქტი და ტელეკომპანიას  დააკისრა 287 ათას 166 ლარის ოდენობის დავალიანება. აღნიშნულ თანხას წლების განმავლობაში დაემატა სანქციები და საურავები. ამჟამად დავალიანება 330 ათას ლარს შეადგენს.

მერკვილაძე მიუთითებს   2004 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებაზე, რომლის  თანახმად, გამოცხადდა საყოველთაო საგადასახადო-ფინანსური ამნისტია. მაგრამ, რადგან  “ 25-ე არხს” დავალიანება უკვე დარიცხული ჰქონდა, იგი ამნისტირებულთა სიაში ვერ მოხვდა.

2007 წლის 1 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანიის მიერ საგადასახადო ინსპექციის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი. ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. სასამართლომ  მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საგადასახადო აქტის წარმოდგენის შემდეგ,  საგადასახადო ინსპექციას უნდა წარმოედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, 2008 წლის 22 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული დავალიანების ბათილად ცნობის შესახებ.

საგადასახადო ინსპექციამ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მაგრამ უზენაესმა აღნიშნული სარჩელი წარმოებაში არ მიიღო და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, საგადასახდო ინსპექციამ არ ცნო ბათილად

“25”-ე არხის“ დავალიანება და არც ახალი აქტი გამოსცა.

მერაბ მერკვილაძე აღნიშნავს, რომ  სადაო ვალის გამო, ტელევიზიას არ მიუღია არც ერთი გრანტი და  ვერც ერთი ბანკიდან ვერ აიღო კრედიტი.

წყარო „media.ge“

ახალი ამბები