კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მამუკა ღლონტი კომუნიკაცების კომისიის სხდომის გადადებას "მაესტროს" საკითხის განხილვას უკავშირებს

5 ივნისი, 2009
ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი კომუნიკაცების ეროვნული კომისიის დღევანდელი სხდომის გადადებას “მაესტროს” საკითხის განხილვას უკავშირებს.

 "მათვის ყველაზე დიდი თავის ტკივილი  "მაესტროს" მთელს საქართველოში მაუწყებლობაა. მათ იციან, რომ ამ შემთხვევაში რეგიონებში ხალხი ქუჩაში გამოვა. შეუძლიათ, სხდომა გადადონ ერთი ან ორი წლით. როგორც არჩევნების გაყალბებაში ფანტაზია არ ეწურებათ, ისე არ ეწურებათ ფანტაზია ამ მხრივაც. ამ პირობებში, რომელ დიალოგზე საუბრობენ, ჩემთვის გაურკვეველია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მამუკა ღლონტმა.

 ოფიციალური ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დღევანდელი სხდომა, რომელზეც "მაესტროს" სატელიტური მაუწყებლობის საკითხი უნდა განხილულიყო, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

ამასთან, აღარ შედგება ოპოზიციის აქციაც, რომელიც კომისიის სხდომის პარალელურად უნდა გამართულიყო.

წყარო: ინტეპრესნიუსი


ახალი ამბები