კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მამუკა არეშიძე – დევნილებს საპროტესტო აქციების დარბევებში იყენებენ

5 ივნისი, 2009
დიდი და პატარა ლიახვის, აგრეთვე, ფრონეს ხეობებიდან დევნილი მოსახლეობის ნაწილს საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევებში იყენებენ. ამის შესახებ ”თავისუფალის სახლის” ხელმძღვანელმა მამუკა არეშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, ეს ადამიანები გამოიყენეს ე.წ. ტაქსისტების აქციაში და ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში. გვაქვს ინფორმაცია დევნილებით დაკომპლექტებული ბრიგადის არსებობის, მათი დისლოცირების ადგილისა და ხელმძღვანელების შესახებ. თუმცა, ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელთან მაქვს შეთანხმება, რომ დეტალები დროებით არ გავახმაუროთ", - აღნიშნა მამუკა არშიძემ.

ეს ინფორმაცია დაადასტურა ორგანიზაცია ”7 აგვისტო – 2008 წელი” ხელმძღვანელმა კაკო ცოტნიაშვილმაც.

"ასეთი ბრიგადა მართლაც არსებობს. თუ ადრე ადგილი ჰქონდა მხოლოდ ხელჩართულ ჩხუბს, ცნობილია, რომ ისინი ახლა დანებითა და წამახვილებული საგნებით შეიარაღებულები დადიან. თუ ვითარება მალე არ მოგვარდება, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი პროცესები დაიწყოს”, - განაცხადა ცოტნიაშვილმა პრესკონფერენციაზე.

ორგანიზაცია ”7 აგვისტო – 2008 წელი”  დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებიდან დევნილებმა დააფუძნეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები