კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დამწვრობის ცენტრის სამედიცინო პერსონალს 7 თვეა ხელფასი არ მიუღია

10 ივნისი, 2009

თერმულ დაზიანებათა და პლასტიკური ქირურგიის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს 7 თვეა კუთვნილი ხელფასი არ მიუღიათ, - ამის შესახებ ინფორმაციას მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი ავრცელებს.

 პროფკავშირი მოუწოდებს საზოგადოებას, ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ ხელფასები 7 თვის განმავლობაში იმ ცენტრის სამედიცინო პერსონალს არ მიუღია, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში პრეზიდენტის უშუალო დავალებით, მძიმე ავადმყოფს, 4 წლის ინა ცარელაშვილს მკურნალობენ.

„კლინიკაში ხელფასებთან დაკავშირებით წარმოქმნილი სირთულეების პირობებში, კარგი იქნება, თუ სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური და დაუღალავი შრომის ასანაზღაურებლად სახსრები გამოინახება“, აცხადებენ პროფკავშირების წარმომადგენლები.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები