კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გურია ნიუსის“ ჟურნალისტს პოლიციის შენობაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

11 ივნისი, 2009

რეგიონული გაზეთის „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს ნატო გოგელიას გუშინ ჩოხატაურის პოლიციის შენობაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაზეთის მთავარმა რედაქტორმა და რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარემ ია მამალაძემ განუცხადა. მამალაძის თქმით, ჟურნალისტი მაშინ სცემეს, როდესაც პოლიციის შენობაში იმყოფებოდა.

„ჟურნალისტი ნატო გოგელია და ფოტოკორესპონდენტი პოლიციის შენობასთან მივიდნენ, რათა გაეშუქებინათ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, მამუკა ცინცაძის დაკავების ფაქტი. ცინცაძე პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ და მისი ოჯახის წევრები გვთხოვდნენ, მივსულიყავით, რათა დაკავებულზე ფიზიკური ზეწოლა არ მომხდარიყო. პოლიციის შენობასთან მისულ ჟურნალისტებს კარი დაკეტილი დახვდათ, რის შემდეგაც ნატო გოგელიამ პოლიციის უფროსს დაურეკა. კარი გააღეს, შენობაში შესული ჟურნალისტი კი სცემეს. ფოტოკორესპონდენტს ხელი შეუშალეს გადაღებაში, თუმცა ფიზიკურად არ შეხებიან. ჟურნალისტის ცემაში პოლიციის უფროსის ავთანდილ ვასაძის შვილი, ტატო ვასაძეც მონაწილეობდა, რომელიც სამხარეო პოლიციაში მუშაობს“,-განაცხადა ია მამალაძემ და აღნიშნა, რომ ნატო გოგელია სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდა, რითაც ფიზიკური დაზიანებები დასტურდება.

მისივე თქმით, დღეს ჩოხატაურში, „გურია ნიუსის“ ოფისის წინ ჟურნალისტები აქციის გამართვას გეგმავენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები