კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქვემო ქართლში “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” სამი წევრი დააკავეს

11 ივნისი, 2009

სამართალდამცავებმა ქვემო ქართლში “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს”  სამი წევრი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან რუსთავში კახა ტაბატაძე, გარდაბანის რაიონის სოფელ გამარჯვებაში დაზმირ მიქელაძე, თეთრიწყაროში კი  - ბურჯანაძის პარტიის კოორდინატორი ირაგას საკრებულოში ნოდარ ქედელიძე.

როგორც “ინტერპრენიუსთან” საუბარში “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის” ქევმო ქართლის კოორდინატორმა ნუკრი შათირიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ სამ პირს ბრალად უყენებენ იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვას. 

მსგავსი ბრალდებები აქვთ წაყენებული ორი დღის წინ რუსთავში, მარნეულსა და ბოლნისში დაკავებულ დავით ოვაშვილს, დავით შუბითიძესა და შალვა წერეთელს. შუბითიძესა და წერეთელს მარნეულისა და ბოლნისის სასამართლოებმა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს.

“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს”  ქვემო ქართლის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ექვსივე  დაკავებული პარტიის აქტიური წევრია და ისინი სწორედ პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები