კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტთა კავშირი “ობიექტივი” საპროტესტო აქციებს აგრძელებს

11 ივნისი, 2009

ჟურნალისტთა კავშირი “ობიექტივი” აგრძელებს საპროტესტო აქციებს, სახელწოდებით - “წართმეულია”, “გრცხვენოდეთ”.

“ობიექტივის” წევრებმა მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საპროტესტო აქცია ყოფილ სასტუმრო “ივერიასთან” და თაბუკაშვილის ქუჩაზე ორი წლის წინ დანგრეულ კორპუსთან გამართეს.

მათ აღნიშნულ შენობებთან პლაკატები გააკრეს, წარწერებით - “წართმეულია”, “გრცხვენოდეთ”.

“ობიექტივის” ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ “ივერია” ეკუთვნის “ქართუ ჯგუფს”, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიაა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს შენობა ყაზახურ კომპანიას ეკუთვნის, რაც სიცრუეა.

ირმა ინაშვილმა თაბუკაშვილის ქუჩაზე დანგრეული კორპუსის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, ეს კორპუსი სრულიად უკანონოდ არის დანგრეული ხელისუფლების მიერ.

მისივე თქმით, “ობიექტივის” წარმომადგენლები ტელეკომპანია “იმედთან” და მთაწმინდის პარკთან გამართავენ საპროტესტო აქციებს. ცოტა ხანში კი, უკვე რეგიონებში გამართავენ ანალოგიურ აქციებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები