კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

12 ივნისი, 2009

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.  

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელიდან პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მანქანა გამოვიდა.

“ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეები შეეცადნენ, დავით ბაქრაძის ავტომანქანისთვის “სირცხვილის კორიდორი” გაეკეთებინათ. 

მათი მცდელობა პოლიციელებმა აღკვეთეს, რასაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლა მოყვა. დააშავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

დავით ბაქრაძის მანქანას მომიტინგეები ფეხით გაეკიდნენ და ზუბალაშვილის ქუჩამდე სდიეს. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის დაცვა გაძლიერებულია.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები