კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციურმა პარტიებმა სახალხო დამცველის ოფისში საგანგებო განცხადებას მოაწერეს ხელი

12 ივნისი, 2009

ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიტიკურ რეპრესიებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისში საგანგებო განცხადებას მოაწერეს ხელი.

საგანგებო განცხადებას ხელი მოაწერეს თითქმის ყველა არასაპარლამენტო პარტიებმა, ხელი არ მოუწერიათ მხოლოდ ”ლეიბორისტებს” და ”კოალიცია თავისუფლებისათვის” წარმომადგენლებს. განცხადებას ხელი მოაწერეს, მათ შორის, "ეროვნული ფორუმმა" და გია მაისაშვილმა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიმართავენ ადამიანის უფლებების დამცველებს, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა სასწრაფოდ შეაჩერონ რეპრესიული მანქანა.

საქართველოს პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ  პოლიტიკური ნიშნით მათი თანამოქალაქეების დევნა გაამწვავებს მხოლოდ არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. უსამართლოდ და კანონის დარღვევით დაკავება გამოიწვევს სიტუაციის მკვეთრ ესკალაციას, რის შემდეგ პასუხისმგებლობა სრულიად დაეკისრება ხელისუფლებას.

განცხადების მიხედვით, ხელისუფლება აგრძელებს განსხვავებული აზრის დევნას პოლიტიკურ ოპონენტებზე, მათ მხარდამჭერებზე ზეწოლას, მათ დაშინებას და უკანონო დაპატიმრებებს. ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკურ ოპონენტებთან დაუშვებელი მეთოდების გამოყენებას. მიუხედავად პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის არაერთგზის მოთხოვნისა, დღემდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ძალადობის 200-მდე შემთხვევა. ხელისუფლება ავრცელებს დამახინჯებულ ინფორმაციას მშვიდობიან მომიტინგეებზე 11 აპრილს, 6 მაისს და 28 მაისს განხორციელებული თავდასხმებისა და ძალადობის შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ პარალელურად ხელისუფლება იყენებს პოლიტიკური ტერორის სხვა მეთოდებს. იქნება ეს ოპოზიცის მხარდამჭერებზე ფინანსური თუ ფსიქოლოგიური ტერორი თუ მრავალი სხვა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნა გრძელდება იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან შეხვედრაზე გამოთქვამს მზადყოფნას გადახედოს ამ ნიშნით დაკავებული ადამიანის საქმეებს.

ხელისუფლება ძირითადად პოლიტიკური დევნის ორ გზას მიმართავს. პირველი, როდესაც ხელისუფლება მათ მიერ დაქირავებული შეიარაღებული პირების, არაოფიციალური დაჯგუფებებით ახორციელებს პირდაპირ ტერორს, აკავებს ადამიანებს და ფიზიკურად უსწორდება მათ და მეორე, როცა ხელისუფლება ღიად ახორციელებს ტერორს, ვითომდა კანონიერ და იურიდიულ საფუძველზე. ასეთ ვითარებაში საზოგადოებაში მკვიდრდება ტოტალური დაუცველობის სინდრომი. სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ უარი თქვა თავის ძირითად ფუნქციაზე _ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და მოსახლეობისათვის საფრთხის მატარებელი გახდა”, _ ნათქვამია ოპოზიციური პარტიების საგანგებო განცხადებაში, რომელსაც ხელი ”დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, ”მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ეკა ბესელიამ, ”მრეწველების” ლიდერმა გოგი თოფაძემ, ”მომავლის პარტიის” ლიდერმა გია მაისაშვილმა,  ”ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა, ”კონსერვატორმა” ზვიად ძიძიგურმა, ”რესპუბლიკელებიდან” თინა ხიდაშელმა, ”ახალი მემარჯვენეებიდან” დავით გამყრელიძემ, ირაკლი ალასანიას გუნდიდან ზურაბ აბაშიძემ, ”ეროვნული ფორუმიდან” ნიკო ორველაშვილმა ასევე ლევან გაჩეჩილაძემ მოაწერეს ხელი.

ხელი არ მოუწერიათ და სახალხო დამცველის ოფისში არ იმყოფებოდნენ ”ლეიბორისტების”, ”კოალიცია თავისუფლებისთვის", ასევე ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები