კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

”ვარსკვლავების აკადემიის” შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის ოჯახის წერები აქციას მართავენ

15 ივნისი, 2009

პროექტ ”ვარსკვლავების აკადემიის” შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის ოჯახის წევრები ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის შენობასთან აქციას მართავენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ნიკა გელაშვილის მეუღლემ, თეა კახიანმა განაცხადა, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნა და დაკავებულია ”არტიქსის” ერთ-ერთი თანამშრომელი.

გელაშვილის ოჯახის წევრები ”რუსთავი-2”-ისაგან მოითხოვენ, გააშუქონ გამოძიების მსვლელობა.

”ეს მათი პროექტი არ იყო, მათი თანამშრომლები არ დაიღუპნენ? მათგან მოვითხოვთ, გააშუქონ გამოძიების პროცესი”, - აცხადებს   თეა კახიანი.

გელაშვილის ოჯახის წევრები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ტელეკომპანია იცავს სამშენებლო კომპანია ”არტიქსის” ინტერესებს.

რაც შეეხება ”არტიქსის” დამფუძნებელს, როგორც თეა კახიანი აცხადებს, ”არტიქსის” დამფუძნებლები არიან ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მეუღლე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიას ცოლის და.

გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის ოჯახის წევრებმა ტელეკომპანიის შენობასთან გააკრეს პლაკატები წარწერით  - ”გააშუქეთ გამოძიების მსვლელობა”, ”ვის ინტერესებს იცავს ”რუსთავი-2”.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები