კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინგოროყვას ქუჩაზე საკნები და აქციის მონაწილეები დაარბიეს

15 ივნისი, 2009

კანცელარიასთან, ინგოროყვას ქუჩაზე საკნები დაარბიეს და აქციის მონაწილეებს სცემეს.  ნაცემია აქციის ხუთი მონაწილე, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაზარალებულის ლევან თალაბაძის თქმით,  12.00 საათის შემდეგ 200-300 მათ ადამიანი დაესხა თავს ე.წ.  რკინის შტირებით.

მისივე თქმით, თავდამსხმელები იყვნენ უშიშროებისა და სპეცრაზმის თანამშრომლები და მათი ამოცნობა შეუძლია.

მანვე გამორიცხა ამ დარბევაში მოსახლეობის მონაწილეობა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა აქციის მონაწილეებს ეხმარებოდა და ისინი სწორედ მოსახლეობამ გადაარჩინა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის ერეკლე ცოცნიძის თქმით, თავდამსხმელები რკინის ჯოხებით იყვნენ შეიარაღებული და აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდნენ.

”მათ ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღიც, თუმცა არ გამოუყენებიათ”,-აღნიშნა მან.

ინგოროყვას ქუჩაზე საკნები დარბეულია, გაზ გახსნილია, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ,  კვლავ დადგამენ საკნებს და გზაც  გადაიკეტება.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ კახა კუკავა,   მამუკა კაციტაძე და კობა დავითაშვილი.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს დანებით, ე.წ. შტირებით შეიარაღებული ადამიანები დაესხნენ თავს.

კობა დავითაშვილმა ჩეხეთისა და აშშ-ს ელჩებს ჰკითხა, ზოგადად, გმობენ თუ არა ძალადობას.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები