კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დარბევის დროს ჟურნალისტებიც დაზარალდნენ

15 ივნისი, 2009

ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის პოლიციის სამმართველოსთან დღეს მომხდარი ინციდენტის შედეგად ჟურნალისტებიც დაზარალდნენ.

აქციის მონაწილეების გარდა სამმართველოს შენობიდან გამოსული პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებსაც სასტიკად გაუსწორდნენ.

ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნათია მიქიაშვილის განცხადებით, სამართალდამცავებმა ტელეკომპანიის ჟურნალისტები სცემეს და კამერა წაართვეს. „ნაცემები არიან ჟურნალისტი თეონა ლალიაშვილი და ოპერატორი სერგი ბარამიძე, ხოლო მეორე გადამღები ჟგუფის წევრებს ანა ბროლაძესა და ოპერატორ შოთა კაპანაძეს კამერა წაართვეს“ - გითხრა ნათია მიქიაშვილმა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტების გარდა დაზარალდნენ ტელეკომპანია „კავკასიის“ გადამღები ჯგუფის წევრები, რომლებსაც ასევე წაართვეს კამერა.

ტელეკომპანიებმა „მაესტრო“ და „კავკასია“ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტეს.

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით ფიზიკური შეურაცხყოფა ამ სააგენტოს ოპერატორ თორნიკე ზიზიაშვილსაც მიაყენეს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"

ახალი ამბები