კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში მთავარი სამხარეო სამმართველოს წინ აქცია მიმდინარეობს

17 ივნისი, 2009

თეა თედლიაშვილი, გორი

გორში მთავარი სამხარეო სამმართველოს წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 15 ივნისს გორში „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრის ზაალ გუდაძის და ამავე ალიანსის აქტიური მხარდამჭერის თამაზ ტლაშაძის დაკავებას აპროტესტებენ.

აქცია 14 საათზე, გორის გიორგი ერისთავის სახელობის ტეატრის ეზოში დაიწყო და მსვლელობით მთავარი სამხარეო სამმართველოს წინ გადავიდა. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა მათ აქამდე არავინ გამოხმაურებია. სამხარეო სამმართველოში ხალხის გამოჩენისთანავე ყველა კარი ჩაკეტეს და აქციის მონაწილეთა წარმომადგენლებს შენობაში შეშვებაზე უარი უთხრეს.

წუხელ, 16 ივნისს, ღამის 10 საათზე თამაზ ტლაშაძეს გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ზაალ გუდაძისთვის კი ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

აქციაზე „ალიანსისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის წევრები და დაკავებულთა ახლობლები მივიდნენ.

ზაალ გუდაძესთან შესვლა მოახერხა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ნინო დალაქიშვილმა. მისი განცხადებით, დაკავებულს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც მას სავარაუდოდ დაკავების დროს მიაყენეს.

აქციის მონაწილეები ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად სამმართველოს პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათი მოთხოვნა ჯერაც დაუკმაყოფილებელია.
აქციის გასაშუქებლად ჯერაც არ გამოჩენილან ცენტრალური ტელე-არხების წარმომადგენლები.

ახალი ამბები