კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"მაესტროს" გადაცემები კახეთში ამ დრომდე გათიშულია

22 ივნისი, 2009

უკვე ერთ თვეზე მეტია ახმეტის საკაბელო ტელევიზიას, კახეთში ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემების ტრანსლირება შეწყვეტილი აქვს. როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის ადგილობრივ ორგანიზაციებში განაცხადეს, საკაბელო ტელევიზიის ხელმძღვანელობამ „მაესტრო“ შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის დავით ლორთქიფანიძის მოთხოვნით გათიშა.

ცნობისათვის, დავით ლორთქიფანიძე შს მინისტრის მოადგილის გია ლორთქიფანიძის ძმაა. ლორთქიფანიძეები წარმოშობით ახმეტის რაიონიდან არიან.

არასაპარლამენტო ოპოზიციის რეგიონული ორგანიზაციების ლიდერების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საკაბელო ტელევიზია „მაესტროს“ არ გათიშავდა, საკაბელო ტელევიზიას მთლიანად გათიშავდნენ და ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ.

„მაესტროს“ გადაცემების ტრანსლირების შეწყვეტისას კახეთის საკაბელო ტელევიზიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკა გავარდაშვილი აცხადებდა, რომ „მაესტროს“ გათიშვა უამინდობამ და ტექნიკურმა დაზიანებებმა გამოიწვია. მიზეზებზე კახეთის საკაბელო ტელეკომპანიაში ამჟამად აღარ საუბრობენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე კომენტარს არც შს კუდ-ის კახეთის სამმართველოში აკეთებენ.

ახალი ამბები