კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციასთან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ახალგაზრდების ნახვის უფლებას დეპუტატები დღეს მიიღებენ

22 ივნისი, 2009

15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ახალგაზრდების მონახულების უფლებას დეპუტატები დღეს მიიღებენ.

ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამის თანხმობას დღეს გასცემს, დეპუტატებს კი დღესვე ან ხვალ შეეძლებათ საპატიმროში შესვლა.

მისივე განცხადებით, ამ ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბევრი კითხვა არსებობს საზოგადოებაში და აუცილებელია, საკითხს მეტი გამჭვირვალობა მიეცეს.

დეპუტატები წინასწარი დაკავების საკნებს მოინახულებენ, სადაც ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები არიან განთავსებული; გარდა ამისა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში გლდანის საგამოძიებოიზოლატორშიც შევლენ.

15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული პირების მონახულების საკითხი გასულ კვირაში პარლამენტის სხდომაზე დადგა. ითქვა, რომ დაკავებულებს დეპუტატები დიმიტრი ლორთქიფანიძე და ეკა ხერხეულიძე მოინახულებენ. ამასთან იგივე უფლებას ითხოვს დეპუტატი გია ცაგარეიშვილი.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები