კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან ვეფხვაძე ლევან გოგიჩაიშვილის საქმესთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებებზე საუბრობს

22 ივნისი, 2009

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე „9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის“ წევრ ლევან გოგიჩაიშვილის საქმესთან დაკავშირებულ საეჭვო გარემოებებზე საუბრობს და მის მონახულებას ითხოვს.

ეს საკითხი ვეფხვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენა. მისი თქმით, დაკავებული გოგიჩაიშვილის ოჯახის წევრებზე ბოლო დროს არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, გადაცემა „პატრულში“ მისი უფროსი ძმა ასლან აბაშიძის შვილის კრიმინალური დაჯგუფების წევრად გამოაცხადეს, მეორე ძმა კი - განგსტერად.

ვეფხვაძე აცხადებს, რომ თავის დროზე შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელმაც მას პირად საუბარში უთხრა, რომ ლევან გოგიჩაიშვილის ძმა სხვა მიზეზით და რადგან მისი დანაშაულში მხილება ვერ მოხერხდა - იარაღი ჩაუდეს. ვეფხვაძემ არ დაასახელა მინისტრის მოადგილის ვინაობა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაშინ, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იყო.

რაც შეეხება ლევან გოგიჩაიშვილს, ვეფხვაძე ამბობს, რომ მას ბრალი იმ ადამინის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს, რომელიც თვითონაა ბრალდებული მძიმე დანაშაულში და რომელსაც ბრალი 260-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება.

გოგიჩაიშვილის საქმის მთავარ მოწმეს სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს, „და იგი პროკურატურამ 2 000 ლარიანი საპროცესო გარიგებით გაათავისუფლა, რაც გარკვეულ ეჭვებს წარმოშობს“ - აცხადებს ვეფხვაძე, რომელიც იქვე დასძენს, რომ არ ახსოვს შემთხვევა, რომ მსგავსი დანაშაულისთვის დაკავებული ადამიანი გარეთ გამოეშვათ.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ კი აღნიშნა, რომ პროცედურის დაცვის შემდეგ, ვეფხვაძე შეძლებს გოგიჩაიშვილის მონახულებას და მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები