კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩეხეთის საელჩოსთან აქცია გამართეს

23 ივნისი, 2009

ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჩეხეთის საელჩოსთან აქცია გამართეს.

„კონსერვატიული პარტიის“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელმა ლადო ბულბულაშვილმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ ჩეხეთის ელჩი განცხადებებს ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს.

ბულბულაშვილის თქმით, ელჩის შეფასება, თითქოს პარლამენტთან გამართული აქციის დროს ოპოზიციის წარმომადგენლები კრიმინალებივით იქცეოდნენ, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ჩეხეთის ელჩს აქვს ცალმხრივი ინფორმაცია, რაც ხელს უშლის, ობიექტური განცხადებების გაკეთებაში. მოვუწოდებთ ელჩს დაინტერესდეს 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი მოვლენებით, ნახოს კადრები და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს შეფასებები“ - აცხადებს ბულბულაშვილი.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები