კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალი კვლავ ითხოვს ინფორმაციას „გატაცებული მოქალაქეების“ შესახებ

23 ივნისი, 2009

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა კვლავ ითხოვ ინფორმაციას იმ ოსი მოქალაქეების შესახებ, რომლებიც, ოსური მხარის მტკიცებით, ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი იუწყება.

აღნიშნული ინფორმაციის მიღებას ცხინვალი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში მონაწილეობის პირობად აყენებს.

„ამ დრომდე არაფერი ვიცით ჩვენი მოქალაქეების შესახებ, რაც ჩვენთვის ძალიანმნიშვნელოვანი საკითხია. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვიდრე მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ მოგვაწვდიან, შეხვედრებში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება“ - აღნიშნა ცხინვალის რეჟიმის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მერაბ ჩიგოევმა. მისივე თქმით, არ არის გადაჭრილი შეხვედრების თანატავმჯდომარეობის საკითხიც.

ჩიგოევი აცხადებს, რომ ოსური მხარის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, ცხინვალმა ამ შეხვედრების იგნორირება გადაწყვიტა.

ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ერთობლივი მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციებზე მიღწეული შეთანხმების თანახმად მუშაობს. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში ბოლო შეხვედრა სოფელ დვანში 29 მაისს გაიმართა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები