კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კონსერვატიული პარტიის“ ახალგაზრდული მოძრაობა ხელისუფლებას სატელეფონო შანტაჟში ადანაშაულებს

23 ივნისი, 2009

„კონსერვატიული პარტიის“ ახალგაზრდული მოძრაობა ხელისუფლებას სატელეფონო შანტაჟში ადანაშაულებს. კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა ლადო ბულბულაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო 9-10 დღის განმავლობაში „კონსერვატიული პარტიის“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებზე სატელეფონო ტერორი ხორციელდება.

კერძოდ, ბულბულაშვილის ინფორმაციით, ვინმე დათო გაბუნია მათ ურჩევს, ჩამოშორდნენ ოპოზიციურ მოძრაობას, და თან ემუქრება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებასთან ბრძოლას ისე დაასრულებენ, როგორც მათმა დაპატიმრებულმა თანამოაზრეებმა დაასრულეს.

ბულბულაშვილის განცხადებით მათ უკავშირდებიან ნომრიდან - 858 30 56 77.

„ეს არის ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელიც ოპოზიციის აქტივისტებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ისახავს მიზნად“ - აცხადებს ლადო ბულბულაშვილი.

ახალგაზრდული მოძრაობა მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებას ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდონ.

ახალი ამბები