კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭო წევრ სახელმწიფოებს დევნილების უფლებების დაცვას თხოვს

25 ივნისი, 2009

ევროსაბჭოს საპარლემანტო ასამბლეა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, იძულებით გადაადგილებული პირების უფლებები დაიცვან და მათი ინტეგრაციისთვის საჭირო პირობები შექმნან. აღნიშნული რეკომენტაცია საპარლამენტო ასამბლეამ გუშინდელ სხდომაზე გასცა.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სესია მიესალმება ამ მიმართულებით საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიტიკის ბოლოდროინდელ ცვლილებებს.

„პოლიტიკური დარეგულირების არსებობის პირობებში უნდა წახალისდეს იძულებით გადაადგილებული პირების დროებით თუ გრძელვადიანი ინტეგრაცია. მივესალმებით ამ მიმართულებით საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიტიკის ბოლოდროინდელ ცვლილებებს“, - ნათქვამია რეკომენდაციაში. აქვე აღნიშნულია, რომ იძულებით გადაადგილებული პირების ინტერესების დაუცველობა სერიოზულ პოლიტიკურ რისკს შეიცავს და რომ მათთან დაკავშირებული „გაყინული კონფლიქტები“, შესაძლოა ნებისმიერ დროს ისევ „აინთოს“.

„გასულ წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ომი იყო საშინელი შეხსენება, რომ გრძელვადიანი გადაადგილება ახალი კონფლიქტის რისკს შეიცავს და საერთაშორისო თანამეგობრობის გულგრილობამ, შესაძლოა, მსხვერპლი და ადამიანების ახალი გადაადგილება გამოიწვიოს“ - აცხადებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

ასამბლეა ასევე აღნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებული ადამიანები ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნიდან 11-ის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და მთავრობებს მათი პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის გზების გამონახვის თხოვნით მიმართავს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები