კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კონსერვატიული პარტიის“ კიდევ ერთი წევრი დააკავეს

25 ივნისი, 2009

კონსერვატიული პარტიის ლიდერი კახა კუკავა ხელისუფლებას კვლავ ოპოზიციის პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ გუშინ, 24 ივნისს, მათი პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი მამუკა ჩხვიმიანი დააკავეს, რომელიც დმანისის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

კუკავას განცხადებით, მამუკა ჩხვიმიანს ბრალად იარაღის შეძენა-შენახვა ედება. მისივე თქმით ჩხვიმიანის შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიმართ ტერორი გრძელდება. კუკავამ ჟურნალისტების შეახსენა ისიც, რომ სულ რამოდენიმე დღის წინ „კონსერვატორების“ ხობის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელიც დააკავეს.

მანვე აღნიშნა, რომ 9 აპრილიდან დღემდე პოლიტიკური ნიშნით 70 ადამიანია დაკავებული.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ამ თემაზე:

ოპოზიციის წარმომადგენლებს ხობშიც დევნიან

“ალიანსი საქართველოსთვის” წევრებზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება

ახალი ამბები