კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქრისტიან-დემოკრატები“ მცირე კონტინგენტიანი სკოლების დახურვას აპროტესტებენ

25 ივნისი, 2009

„ქრისტიან-დემოკრატები“ მცირე კონტინგენტიანი სკოლების დახურვის პროცესს აპროტესტებენ. საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სკოლების ოპტიმიზაციის პროცესს უკვე მოჰყვა რამოდენიმე სკოლის დახურვა. მისი შეფასებით ეს ფაქტი განათლების რეფორმის წარუმატებლობაზე მიუთითებს.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ პრობლემა ყველა რეგიონში იდენტურია და ხშირად სკოლების დახურვის გამო ოჯახები იძულებული არიან, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალონ.

მისივე თქმით, მიუხედავად პრეზიდენტის არაერთი დაპირებისა, არც ვაუჩერიზაციის პროცესი გადაიხედა და არც ოპტიმიზაციის პროცესი შეცერდა. შესაბამისად „ქრისტიან-დემოკრატები“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მცირეკონტინგენტიანი სკოლების დაფინანსებასთან დაკავშირებით დიფერენცირებულ მიდგომას და სოფლის სკოლების დახურვის პროცესის შეჩერებას სთხოვენ.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მომავალ კვირაში „ქრისტიან-დემოკრატები“ ფრაქციის გაფართოებულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის - ნიკა გვარამიას მიწვევას გეგმავენ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები