კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წამების მსხვერპლთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციები გამართა

26 ივნისი, 2009

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გამართა.

საია-ს წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ღობეს შეავლეს თეთრი ლენტები წარწერით - „არ აწამო“.

ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელის განცხადებით, აქციების ჩატარება პოლიციის სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ გადაწყვიტეს, რომ აქაა განთავსებული დროებითი მოთავსების იზოლატორები, სადაც ხშირია წამების ფაქტები. მისივე თქმით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაც წამების ტოლფასია.

ხიდაშელის განცხადებებით, წამების პრობლემა საქართველოში ჯერაც არსებობს, რასაც ბოლო პერიოდში გახშირებული ფაქტები, მათ შორის, 15 ივნისს პოლიციის შენობასთან გამართული აქციის დარბევის ფაქტიც ადასტურებს.

საია-ს წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისვლამდე ანალოგიური აქცია გამართეს დიღომში - თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

ახალი ამბები