კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიმიტრი ლორთქიფანიძე 15 ივნისს დაკავებული ახალგზარდების გათავისუფლებას ითხოვს

26 ივნისი, 2009

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიციის სამმართველოსთან 15 ივნისს დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას ითხოვს.

ამის შესახებ ლორთქიფანიძემ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა და არგუმენტად მათი სასჯელის მოხდის პირობები დაასახელა. დეპუტატის თქმით, დაკავებულებს ადმინისტრაციული სასჯელი აქვთ შეფარდებული და წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, რითაც ირღვევა როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ისე - ადამიანის ელემენტარული უფლება, ჰქონდეთ ძილის, ჰიგიენის, თუნდაც განათლების საშუალება.

დიმიტრი ლორთქიფანიძის განმარტებით, იზოლატორში ადამიანების ყოფნა დასაშვებია მხოლოდ 72 საათი, მათ კი იქ დარჩენა 30 დღე მოუწევთ.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა, იმასაც, რომ დღეს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის დღეა და მიმართა დეპუტატებს, ერთობლივად სთხოვონ პრეზიდენტს, 15 ივნისს დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება, მითუმეტეს, რომ მათ სასჯელის გარკვეული ნაწილი უკვე მოიხადეს.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები