კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლეიბორისტული პარტიის მცხეთა მთიანეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კოტე წამალაძე დააკავეს

26 ივნისი, 2009

დაკავებულია ლეიბორისტული პარტიის მცხეთა მთიანეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კოტე წამალაძე - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ლეიბორისტული პარტიის წევრმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა.

წამალაძე 24 ივნისს დააკავეს და მას ბრალად ნარკოტიკების შენახვა ედება - განაცხადა ჯიბლაძემ. მისი ინფორმაციით, წამალაძეს ორთვიანი პატიმრობა მიესაჯა და გლდანის ციხეშია გადაყვანილი.

ლეიბორისტები აღნიშნულ ქმედებას წამალაძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ და ხელისუფლებას ბრალს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში სდებენ.

ჯიბლაძე სახალხო დამცველს მოუწოდებს გამოითხოვოს წამალაძესთან არსებული ყველა დოკუმენტი და მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური ნიშნით დაკავებულის დასახმარებლად.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები