კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთში მცხოვრები ქართველების რელიგიური უფლებები ირღვევა

29 ივნისი, 2009

საქართველოს საპატრიარქო გალის რაიონის სოფლებში აფხაზი სეპარატისტების მიერ ქრისტიანული ჯვრების გადათელვის ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას უწმინდესის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ამ ფაქტის ამსახველი კადრები არ მინახავს. ამ საკითხს გავარკვევთ და ოფიციალურ განცხადებას საპატრიარქო დღეს გააკეთებს“, - განაცხადა მამა მიქაელმა. შეგახსენებთ, რომ გალის რაიონის სოფლებში ოტობაიასა და ნაბაკევში აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩეჩენმა „ბოევიკებმა“ ჯავშანტრანსპორტიორებით ჯვრები გადათელეს. ამის შესახებ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილემ თორნიკე კილანავამ განაცხადა.

„კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა ქართველობამ სოფლების შესასვლესა და ცენტრებში ჯვრების აღმართვა მას შემდეგ გადაწვიტეს, რაც ზემო აფხაზეთიდან სასულიერო პირები გამოაძევეს და ქართულად წირვა შეწყდა. სწორედ ამ ჯვრებთან ატარებდა ქართული მოსახლეობა საეკლესიო რიტუალებს, ოკუპანტებმა მათ ამის საშუალება აღარ მისცეს, მოსახლეობა დაარბიეს, ჯვრები გადათელეს და მოსახლეობას მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში უფრო სასტიკად გაუსწორებით დაემუქრნენ“, - ამბობს კილანავა. მისივე თქმით, „ეს ყველაფერი იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რუსი ოკუპანტები არიან განლაგებულნი. მათ თავისუფლად შეეძლოთ ამ ფაქტზე რეაგირება მოეხდინათ, თუმცა არაფერი მოიმოქმედეს“.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები